იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილს არ გააჩნია ეჭვები, რომ „გირჩი“„ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, რაც მისმა გუნდელებმა დაგვაბრალეს - შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილია მისი პატიმრობიდან გათავისუფლება

მიხეილ სააკაშვილს შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, სააკაშვილის პატიმრობა ევროინტეგრაციის პროცესს უშლის ხელს, შესაბამისად ეს საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს და „ტყუილად ყვირილის ნაცვლად, თქვან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ სხვანაირად მოიქცევიან“.

„პრეზიდენტთან შეხვედრა და საუბარი საინტერესო იყო. მაინტერესებდა, როგორ უყურებდა ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზეთ და მისმა გუნდელებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკვრა დაგვაბრალეს. სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან. მისი პატიმრობა პირდაპირ უშლის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს. მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომ ეს საკითხი იყოს მათთვის მნიშვნელოვანი, ტყუილად კი არ იყვირონ, თქვან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ სხვანაირად მოიქცევიან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა