მიხეილ სარჯველაძე - ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენება არც პერსპექტიული მგონია და არც საფუძვლიანი

ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენება არც პერსპექტიული მგონია და არც საფუძვლიანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების ამოქმედება მოსალოდნელი არ არის.

მან ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის შესახებ. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ არ გულისხმობს კონკრეტული პირის წინააღმდეგ განსახორციელებელ აქტივობას.

„ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ დეოლიგარქიზაციის ის სტანდარტი, რომელიც რეკომენდირებულია საქართველოსთან მიმართებით, ანალოგიურად რეკომენდირებულია უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის. ეს ნიშნავს არა იმას, რომ რომელიმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს აქტივობა, არამედ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობის შემზღუდავი სისტემა უნდა იყოს წარმატებით ფუნქციონირებადი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს