იუსტიციის მინისტრის მოადგილე - აქტიურ ფაზაში შევიდა პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესი, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტს უნდა წარედგინოს

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, პატიმრობის ახალ კოდექსზე აქტიური მუშაობაა დაწყებული.

როგორც ჭეიშვილი აღნიშნავს, პარლამენტს პატიმრობის ახალი კოდექსი საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.

„უკვე დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შევიდა პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობის პროცესი, რომელიც საშემოდგომო სესიისთვის საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს. შექმნილია შესაბამისი უწყებათშორისი ჯგუფი, ეს პატიმრობის ახალი კოდექსი და აღნიშნული ფორმატი იმისკენ იქნება ორიენტირებული, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღეს პრაქტიკაში შეიძლება მწვავედ იდგეს, პირველ ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე იქნას აღმოფხვრილი, რასაც შემდეგ ეტაპზე მოჰყვება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების გადასინჯვა, საუბარი მაქვს, ციხეების დებულებებზე და .ა.შ”, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს