შალვა პაპუაშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე - ქართული ჯარის მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა კითხვის ქვეშ არასდროს დაყენებულა

ქართულ ჯარს არაერთხელ უბრძოლია, მათ შორის უბრძოლია ომებში, სადაც რუსეთი იყო ჩართული - ქართული ჯარის მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა კითხვის ქვეშ არასდროს დაყენებულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართულ ჯართან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გიორგი ბარამიძის შეფასება აჩვენებს, რამდენად ფარისეველია ოპოზიციის ნაწილი.

“ფარისევლები არიან! მათი გარეგანი სახე ხომ ისაა, რომ უნდათ, წარმოაჩინონ, თითქოს ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები, მამულიშვილები, საქართველოსა და მისი ჯარის მოყვარულები. როცა ადამიანი საუბრობს იმაზე, რისიც არ სწამს, პატრიოტობაზე დებს თავს და არ არის პატრიოტი, ასეთ ადამიანებს შემთხვევით გაეპარებათ ხოლმე ასეთი შეფასებები, რადგან ეს დევს მათ გონებაში, გულში და ეროვნულობაში.

ისინი ამ ქვეყნის პატრიოტები არასოდეს არ ყოფილან. ამიტომ არის, რომ ასეთ შეფასებას აკეთებენ. სამწუხაროა, რომ როცა პოლიტიკური პარტიის ლიდერები საკუთარ ჯარს - ჩვენს საამაყო ქალებს და კაცებს, ამხელა შეურაცხყოფას აყენებენ. ქართულ ჯარს არაერთხელ უბრძოლია ომებში, სადაც რუსეთი იყო ჩართული - ასე რომ, ქართული ჯარის მოტივაცია და ბრძოლისუნარიანობა არასდროს ყოფილა კითხვის ქვეშ. ოპონენტების ასეთი შეფასებები მიუღებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბარამიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში საქართველოს ომში ჩართვის შესახებ დეპუტატების მიხეილ ყაველაშვილის, დიმიტრი ხუნდაძის და სოზარ სუბარის განცხადებებს გამოეხმაურა.

“ისინი აშშ-ს პირდაპირ, ღია ტექსტით ლანძღავენ და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტერი და გინდათ, რომ საქართველო ომში ჩაერთოსო. და აი, დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? რა დღეშია ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება? მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან. რა უნდა გააკეთოს მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა? ცხინვალისა და სოხუმის ბაზა რაც არის დარჩენილი, ის ეყოფა ამას“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ TV პირველის ეთერში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა