შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ზომები გამოიწვიონ - ეს არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ

ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ზომები გამოიწვიონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

"რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ზომები გამოიწვიონ. ვხედავთ რაღაც კამპანიას, რომ ხან რაღაც გემი შემოვიდა, თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა, თუ არ გადაიფრინა, ეს ყველაფერი გამოდის აბსოლუტური სიყალბე, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, როცა საინფორმაციო დისკრედიტაცია ხდება ქვეყნის იმის მოლოდინში, რომ იქნებ რაიმე რეაქცია გამოიწვიონ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით შევასუსტოთ საქართველოს ხელისუფლება. ეს არის მთელი პოლიტიკა, რასაც სამწუხაროდ, აწარმოებს ოპოზიციის ნაწილი. მთავარია ეს პოლიტიკა ვამხილოთ და მხარი არ დავუჭიროთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა