„ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ნინო წულაძემ  ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკუთარი ხედვა განიხილა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ საკრებულოს დეპუტატმა ნინო წულაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გეგმის მიხედვით, მიხედვითაც წარმოდგენილი იყო ხედვა, თუ რა როლი უნდა ითამაშოს საკრებულომ და მერიამ ევროკომისიის რეკომენდაციების დროულად შესასრულებლად.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ მიმართა.

ნინო წულაძემ ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გაამახვილა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა კორუფციასთან ბროლა, ავარიული სახლების პრობლემა, სოციალური და ჯანდაცვის პირობები და მწვანე ქალაქის კონცეფცია.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საკრებულო და მერია უფრო მეტად გააქტიურდეს ასეთ საკითხებთან მიმართებაში, რადგან ადგილობრივ თვითმართველობას უდიდესი როლი აკისრია ამ მხრივ. პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ გუნდი აუცილებლად ვიბრძოლებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხისთვის, რომელიც დღეს აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს”,- აღნიშნა მან.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღის წესრიგში უპირველესყოვლისა დადგეს ხალხის საკითხები. ეს არის მიდგომა, რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოს ყველა ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულმა და ეს საერთო ჯამში იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა