ირაკლი ქადაგიშვილი - არანაირი “ქართული ოცნების“ გზავნილი ანტიამერიკული და ანტიევროპული კამპანია არ არის - ხელისუფლების პოლიტიკაში ნურაფერს ეძებთ

არანაირი “ქართული ოცნების“ გზავნილი ანტიამერიკული და ანტიევროპული კამპანია არ არის - ძალიან გთხოვთ, ამ კუთხით შეფასებაში კორექტულები იყოთ და ხელისუფლების პოლიტიკაში ნურაფერს ეძებთ! - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველოში რიტორიკით ყველა თემის დამძიმება ხდება, როცა ან ანტიამერიკული ან პრორუსი უნდა იყო.

“ფაქტი ერთია - საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარული იყოს. მეორეს მხრივ, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში რაიმე კუთხით სიტუაცია არ დაიძაბოს - მათ შორის რუსეთთან კონფრონტაციის გაზრდის კუთხით. ასეთია ჩვენი ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი იმასაც ამბობს, რომ “ბევრი შიდა და გარე აქტორისგან ისეთი განცხადებები კეთდება, რომლის უკან ვარაუდებისა და აღქმების გარდა არაფერია“.

“ჩვენ ამ რამდენიმე დღის წინ ბატონ მაიკლ მაკფოლის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც უკრაინის მთავრობას ჰყავს დაქირავებული. ისაუბრა, ვინ არის ოლიგარქი - დანიშნული ჰყავს ოლიგარქები, ვის დაასანქცირებს და ვის - არა. ასეთი კამპანია საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს ბადებს, რასაც კარგი მიმართულება არა აქვს. პირიქით - ასეთი განწყობები ყოვლად მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს