ბაჩო დოლიძე - მინდა მზა პროდუქტით მისვლა და არა სურათები გადაგვიღონ, რომ ვიღაცამ თქვას: თურმე “ოცნებას“ სამუშაო გარემო შეუქმნია - მოლაპარაკების მაგიდას მოვუსხდებით, როდესაც კონკრეტულ დოკუმენტს წარვადგენთ

“ქართულმა ოცნებამ” არა მარტო მსგავსი რიტორიკა, ასევე მოქმედებები თუ გააგრძელა, არ გამოვრიცხავ, რომ ვიზალიბერალიზაციას და თავისუფალ ვაჭრობას პრობლემა შეექმნას და ესეც მოგვიხსნან , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბაჩო დოლიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პუნქტებიდან მხოლოდ ერთზე, - დეპოლარიზაციაზე საუბრობს და ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შესაძლოა, თაროზე იქნას შემოდებული.

“ქართულმა ოცნებამ” არა მარტო მსგავსი რიტორიკა, ასევე მოქმედებები თუ გააგრძელა, არ გამოვრიცხავ, რომ ვიზალიბერალიზაციას და თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს გაფორმებული, პრობლემა შეექმნას და ესეც მოგვიხსნან. დანარჩენ 11 პუნქტზე საუბარი საერთოდ არ არის, “ქართული ოცნება” მხოლოდ და მხოლოდ ამოფარებულია დეპოლარიზაციას, ისიც ძალიან არასწორად ესმის. თუ არ შეასრულე 12-ვე პუნქტი, დაგრჩება ეს სტატუსი თაროზე შემოდებული. “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმიტაცია შექმნას”, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რაც შეეხება ევროკომისიის 12 პუნქტზე ხელისუფლებასთან ერთად მუშაობის საკითხს, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკების მაგიდას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიუჯდება მაშინ, როდესაც ხელში კონკრეტული დოკუმენტები ექნებათ.

“ჩვენ ვამზადებთ კონკრეტულ კანონპროექტებს, რომლითაც მივალთ, დავჯდებით და ყველას დავპატიჟებთ იმისთვის, რომ განხილულ იქნას ეს ყველაფერი. მე მინდა მზა პროდუქტით მისვლა და არა 5 წუთის დახატვა, სურათები გადაგვიღონ და მერე ვიღაცამ თქვას, “თურმე სამუშაო გარემო შეუქმნია “ქართულ ოცნებას.” ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებდით. მოლაპარაკების მაგიდას მოვუსხდებით, როდესაც კონკრეტულ დოკუმენტს წარვადგენთ, რაზეც მუშაობა შეიძლება “, - აღნიშნა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო