ნათია მეზვრიშვილი - ქვეყანას სჭირდება ერთ მაგიდასთან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რადგან ევროკავშირის 12 პუნქტი ცალმხრივად ვერ შესრულდება

ქვეყანას სჭირდება ერთ მაგიდასთან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, ევროკავშირის 12 პუნქტის შინაარსს თუ დავუკვირდებით ცალმხრივად, მხოლოდ ხელისუფლების მიერ, ეს პუნქტები ვერ შესრულდება.

„ქვეყანას სჭირდება ერთ მაგიდასთან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირის 12 პუნქტის შინაარსს თუ დავუკვირდებით ცალმხრივად ეს პუნქტები ვერ შესრულდება. პირდაპირ გვეუბნებიან ეს ადამიანები, დაძლიეთ დეპოლარიზაცია, დაუშვით კომპრომისი, გადააბიჯეთ თქვენ პარტიულ ინტერესს, იზრუნეთ ქვეყნის ინტერესებზე და იმოქმედეთ ერთადერთი მიზნით, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ჩვენ ახლა ამდენი დრო დავუთმოთ, მიხეილ სააკაშვილის ან თუნდაც ბუნებრივი ბარიერის საკითხს, როცა არცერთი მათგანი ევროკავშირის 12 პუნქტში არ არის.

„არ მინდა მაყურებელმა ისე გაიგოს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაღელვებს, რა თქმა უნდა, მაღელვებს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მსჯავრდებულის, უბრალოდ არ მესმის პოლიტიკური პარტიების, რატომ შეიძლება ჩვენ ახლა ამდენი დრო დავუთმოთ ამ საკითხებზე მსჯელობას, რატომ შეიძლება ამდენი დრო დავუთმოთ ასევე ბარიერის დაწევის საკითხს, რომელიც პრინციპულ დონეზე მნიშვნელოვანია, მაგრამ დღეს არაა პირველხარისხოვანი. მიუხედავად იმისა, რომ თუ ამას მსვლელობა ექნება მხარს დავუჭერთ, რატომ დგება დღის წესრიგში ისეთი საკითხები, რომლებიც 12 პუნქტში არ არის, რომლებიც არანაირად არ უწყობს ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რატომ ვმსჯელობთ ამ საკითხებზე ჩემთვის არის გაუგებარი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო