დარეგისტრირდი რიგით მეორე დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსზე

გაიარე რეგისტრაცია და შეუერთდი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურს. კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, თავიანთი ინოვაციური იდეების განსავითარებლად, $42,000-მდე გრანტი მიიღონ. კონკურსის გახსნითი, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება: 21 ივლისს, 18:00-ზე, ფაბრიკა - Jungle Room-ში.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 3 საკონკურსო დავალება. დაინტერესებულ ტექ. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ პირველ აგვისტომდე წარმოადგინონ თავიანთი იდეები დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად და მიიღონ შესაბამისი დაფინანსება.

პირველი დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსი შარშან გაიმართა, რის შედეგადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული კომპანია: MettaMine, Pulsar.ai and Wavetech, კომპანიებმა, დაფინანსების სახით ჯამურად, 127,500$ მიიღეს.

ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანიის, Wavetech.ai-ის შექმნილ ხელსაწყოს MediaSpeech-ს შეუძლია ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია.

კიდევ ერთმა გამარჯვებულმა Pulsar.ai შექმნა პროგრამა Datavision-ი, რომელიც აგროვებს საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს საქართველოსა და რუსეთის ღია საჯარო წყაროებიდან. ეს წყაროებია: ბიზნესის რეესტრი, საკადასტრო რუკა, ტენდერები, პოლიტიკური პარტიების შემოწირულებების ბაზები.

რაც შეეხება მესამე გამარჯვებულს, კომპანია MettaMine-მა შექმნა პლატფორმა IBEX-ი, რომელიც სოციალური და ონლაინ მედიის ანალიზის ხელსაწყოა. იგი იყენებს მანქანურ სწავლებას ონლაინ წყაროებში სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის ანალიზისა და გრაფიკული ვიზუალიზაციისთვის.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციური ტექნოლოგიების მეორე კონკურსი ხორციელდება, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამისა, Startup Grind-ისა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის