პაატა მანჯგალაძე - დღეს მიხეილ სააკაშვილს მოვინახულებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფან-კლუბად გადაიქცა „სტრატეგია აღმაშენებელი“

დღეს მიხეილ სააკაშვილს მოვინახულებ. ეს არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფან-კლუბად გადაიქცა „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ჰუმანიტარული მიზნებისთვის ვაპირებ მის მონახულებას და ამას არაფერი აქვს პოლიტიკასთან საერთო,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად „ვივამედში“ პირველიდან სამ საათამდე მივა.

„მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა, ბევრ საკითხზე ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ჩვენ არ გვერიდება, რომ მესამე პრეზიდენტის საკითხი საერთაშორისო შეხვედრებზე დავაყენოთ, ადამიანი ციხეში არ უნდა გარდაიცვალოს. ეს არის ჰუმანიტარული საკითხი. როგორც გვეუბნებიან მისი მდგომარეობა მძიმეა და მინდა პირადად ვესაუბრო ამ საკითხზე, მას როგორ წარმოუდგენია მისი უცხოეთში გადაყვანა და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს