შალვა პაპუაშვილი - ე.წ. ტექნიკური მთავრობა არადემოკრატიული ინსტრუმენტია და ის ხელისუფლების მიტაცებას ნიშნავს - ანტიდემოკრატიულ ინსტიტუტებს არ დაუშვებს ხელისუფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ე.წ. ტექნიკური მთავრობა არადემოკრატიული ინსტრუმენტია და ის ხელისუფლების მიტაცებას ნიშნავს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ანტიდემოკრატიულ ინსტიტუტებს ხელისუფლება არ დაუშვებს.

„შემაშფოთებელია... ტექნიკური მთავრობა ეს არის არადემოკრატიული ინსტრუმენტი, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაჟღერდა. მათ იმის და მიუხედავად, რომ არ აქვთ არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია, პირდაპირ პრეტენზია განაცხადეს იმასთან დაკავშირებით, რომ იყვნენ მთავრობის დაკომპლექტების მონაწილეები. ეს არის პირდაპირი უარყოფა დემოკრატიის, ხალხის ნების გვერდის ავლით მთავრობის დაკომპლექტების სურვილი. სწორედ ეს არის ხელისუფლების მიტაცება - ტექნიკური მთავრობა ნიშნავს ხელისუფლების მიტაცებას. რა თქმა უნდა, ასეთი იდეების მიმართ სიმპათიის გამოხატვა არ არის კარგი, ვინაიდან, ხელს უწყობს პოლარიზაციას. ანტიდემოკრატიულ ინსტიტუტებს არ დაუშვებს ხელისუფლება. ერთადერთი, რაც ამან შეიძლება გამოიწვიოს, საზოგადოებრივი მღელვარებაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო