გია ვოლსკი - ივანიშვილზე ზეწოლა, რომ მან გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ მმართველობაზე და გადაწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ჩვენს ოპოზიციას ესიამოვნებოდა - ეს არის ფორმულა, რომელიც შემოგვთავაზეს

ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რომ მან გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ მმართველობაზე და გადაწყვიტოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას ესიამოვნებოდა - ეს არის ფორმულა, რომელიც შემოგვთავაზეს და არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც საქართველოში არსებობს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იქ საუბარია არა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე, არამედ სახელმწიფოს გვერდით დგომაზე, რასაც ივანიშვილი 2004 წლიდან აკეთებს.

"ბიძინა ივანიშვილი მართვაში არ იღებს მონაწილეობას, ამის აუცილებლობაც არ არსებობს არც ახლა, არც მომავალში და ხელისუფლებას აქვს საკმარისი რესურსები რათა ქვეყანაში შეინარჩუნოს სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და არ დაუშვას ცეცხლის ალის გადმოტანა, რომელიც სამწუხაროს, ჩვენს რეგიონში ბობოქრობს ბოლო პერიოდში",- განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება ოპოზიციის სტრატეგიაა.

"ჩემი ხედვით, ივანიშვილის მიმართ და არა მარტო მის მიმართ, საქართველოს მიმართ სანქციების შემოტანა და უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეს იყო, არის და იქნება ის სტრატეგია, რომელიც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, რომელსაც მმართველობაში ევროპული სტანდარტის არც ერთი ნიშანი არ ჰქონდა. მათ ივანიშვილი წარმოუდგენიათ როგორც მთავარი წინააღმდეგობა მათსა და ხელისუფლებას შორის და ყველანაირი ხერხით იქნება გაგრძელებული მის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის, დეზინფორმაციის, ფეიკნიუსების გავრცელების, ლობისტების მოზიდვის საშუალებით. ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მოსალოდნელი არ არის, რადგან ნებისმიერი ანალიზი გვაჩვენებს, რომ არათუ ის ამას არ იმსახურებს, არამედ ეს სერიოზული დარტყმა იქნება იმ პროექტებზე, რომელიც, ჩვენ, საზოგადოებას სჭირდება. ადამიანი, რომელიც არ ერევა პოლიტიკაში არ შეიძლება ამ მეთოდით იქნას შემოყვანილი პოლიტიკურ ასპარეზზე. საკმაო რესურსი გააჩნია მთავრობას, რომ სიტუაცია მართოს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს