გია ვოლსკი - საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდაუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ

საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ამ რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდაუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ის ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით იქნა მიღებული და ამ რეზოლუციამ დეპოლარიზაცია და კონფრონტაცია უფრო გააძლიერა.

„მინდა მადლობა ვუთხრა იმ 218 ევროპარლამენტარს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა იმ მავნებლურ რეზოლუციას, რომელიც კუბილიუსის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით იქნა მიღებული. ამან კონფრონტაციის პლატფორმა შექმნა და ხელი შეიწყო არათუ დეპოლარიზაციას, პირიქით, დაპირისპირების პროცესების განვითარებას, მაგრამ საფუძვლიანი შეგრძნება არსებობს, რომ ამ რეზოლუციით რევოლუციური პროცესის გარდაუვალობის განცდა უნდა გაეძლიერებინათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. ახლა რასაკვირველია, კუბილიუსი განცხადებებს აკეთებს და ისიც ვერ დაიხევს უკან, რადგან წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა მანაც და ბევრმა სხვამაც, ვისაც საქართველოსთვის არანაირი სიკეთე არ უნდა. ტექნიკური მთავრობა არის ისეთი მითი, რასაც არათუ რაიმე წარმატება შეიძლება ჰქონდეს საქართველოსთვის, არამედ შეიძლება გააგრძელოს ის გზა, რასაც ჰქვია დესტაბილიზაციის მცდელობა. ეს არ და ვერ შედგება, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, 85 პროცენტზე მეტისთვის ევროინტეგრაცია არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი, რასაც ვერანაირად ვერ მოუხდება დესტაბილიზაციის პროცესი, რითაც გვემუქრებიან ტექნიკური მთავრობის იდეის მატარებელი ადამიანები", - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს