ლევან იოსელიანი - რომ ვთქვა, “ქართული ოცნების” არ მჯერა, სახლში წავიდე და ამ ზაფხულს კარგად დავისვენო, პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება?! ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას

რომ ვთქვა, “ქართული ოცნების” არ მჯერა, სახლში წავიდე და ამ ზაფხულს კარგად დავისვენო, პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება?! – ყველამ თავი უნდა დაანებოს ბუტიაობას, საკუთარი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას და პროცესში ჩაერთოს, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, ყველა ვალდებულია ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობდეს.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში დაწყებულ პროცესში სახალხო დამცველის აპარატი ერთვება.

“სწორია, უნდა ჩაერთოს - საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, "ქართული ოცნება" მზად არის თუ არა რეფორმები გაატაროს. ხალხი რომ მკითხავს, რა გავაკეთე 12 პუნქტის შესრულებისთვის, პასუხი უნდა მქონდეს, სად რა დავაყენე, გავიტანე თუ არა - მთავარია, ჩემი მანდატის ფარგლებში ვიმუშაო. მანდატის ფარგლებში მოქმედებას ასე ვხედავ. თუ ვინმე თვლის, რომ მანდატი უნდა ჰქონდეს, უნდა ისარგებლოს პრივილეგიით, მაგრამ პარლამენტის შენობაში არ შევიდეს, კარგად უნდა დაისვენოს, ეს მისი არჩევანია, მაგრამ ევროკომისიის რეკომენდაციები ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის განმსაზღვრელია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საპროტესტო აქციაზე გასულმა ადამიანებმა ხელისუფლებას ნათელი გზავნილი გაუგზავნეს, რომ ქვეყნის არჩევანი ევროპაა და პროდასავლური კურსიდან გადახვევას არ აპატიებს.

“ამიტომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 12 პუნქტის განხორციელებაზე უნდა იმუშაოს. ეს არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიერ ინიცირებული დღის წესრიგი. ეს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი, სადაც წერია, რომ ოპოზიცია პროცესში უნდა მონაწილეობდეს. ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა ხდება სასამართლოში, ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ა.შ. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, "ქართული ოცნება" რას იტყვის, თუ ის, რეფორმების განხორციელებისთვის არის თუ არა რეალური მზაობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო