თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც არ არის, მთელი „ქართული ოცნება“ რატომ იცავს? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
მისი თქმით, „მთელ პოლიტიკას ივანიშვილი მართავს არაფორმალურად“.
„მან თქვა, რომ „თუ მე დავბრუნდი პოლიტიკაში, ე.ი. ყველაფერი ცუდად არის და დასაბრუნებლად არ უნდა გავიხადო საქმე“. ასევე, აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერიც კი არ არის, ისე წავიდა. შესაბამისად, მას არ აქვს შანსი, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს, ან მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ ან ირაკლი ღარიბაშვილს. თვითონ მოიჭრა ეს გზა. ხვალ ან ზეგ რაიმე მტკიცებულება რომ გამოქვეყნდეს, როგორ აქვს პირდაპირი კონტაქტი ღარიბაშვილს ივანიშვილთან, იტყვიან, რომ „ჩვენ ოჯახებით დავდივართ ერთმანეთთან“, „ხახვზე და ნიორზე გადავედი“, „მეგობარია" ან მსგავსს იტყვის. „პოლიტიკა რა შუაშია, ვსაუბრობდით სამედიცინო თემაზე", - მიზანი იყო ალიბის შექმნა“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას.