სერგო ჩიხლაძე - თვითონ ფაქტი, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი გადაეფარა ბიძინა ივანიშვილს, მის ქონებას და მის შესაძლო სანქცირებას, მეტყველებს იმაზე, რომ ამ ხალხის უკან დგას ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრი გვიმტკიცებს იმის საწინააღმდეგოს, რაც თვითონ აჩვენა ამ წერილში. წერილი გაჟღენთილია იმით, რომ დიახაც, ჩვენ ოლიგარქიაში ვცხოვრობთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი რომ ოლიგარქია და მთავრობას აკონტროლებს, დასავლეთმაც იცის, მოქალაქეებმაც იციან და თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებმაც.

„ტრაგიკულია, როდესაც ასეთ წერილებზე ვსაუბრობთ და პრემიერ-მინისტრი გვიმტკიცებს იმის საწინააღმდეგოს, რაც თვითონ აჩვენა ამ წერილში. წერილი გაჟღენთილია იმით, რომ დიახაც, ჩვენ ოლიგარქიაში ვცხოვრობთ და ყველა სტროფი ამას ადასტურებს, თუმცა უნდოდა ეჩვენებინა ამის საწინააღმდეგო ბატონ პრემიერს. აღარ უნდა მოვცდეთ ასეთ საკითხებზე არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, აქვს თუ არა მას გავლენა ღარიბაშვილზე და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებზე, „ქართულ ოცნებაშიც“ არ არსებობს ასეთი ადამიანი, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება.

თვითონ ფაქტი, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი გადაეფარა ბიძინა ივანიშვილს, მის ქონებას და მის შესაძლო სანქცირებას, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ამ ხალხის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერს ერთს შევახსენებდი, თუ არ ახსოვს, მაგრამ მე მგონია, რომ ძალიან კარგად ახსოვს, როდესაც ის საახალწლო მოსაწვევებს არიგებდა, პირველ ჯერზე პრემიერ-მინისტრი რომ იყო და იმ საღამოს ამცნეს, რომ აღარ ხარ პრემიერ-მინისტრიო და დაუკითხავად და ყოველგვარი ახსნის გარეშე გამოაპანღურეს კანცელარიიდან.

ჩვენც ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელიც მთავრობას აკონტროლებს, დასავლეთმაც იცის, მოქალაქეებმაც იციან და თვითონ „ქართული ოცნების“ წევრებმაც იციან“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, დეოლიგარქიზაცია რომ განხორციელდეს, ამისათვის ყველა იმ ადამიანს, ვინც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა, ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის დაკავება უნდა აეკრძალოს.

„ძალიან კარგი იქნება თუ ჩაიწერება, რომ ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში ნამუშევრები არიან მაღალ თანამდებობებზე, ვინც ნამუშევრები არიან „ქართუ“ ბანკში, ვინც ნამუშევრები არიან ბიძინა ივანიშვილის სახლში, კერძო დაცვაში, კერძო სტომატოლოგიურ თუ ისე კლინიკებში და ა.შ. ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა