გერმანია უკრაინისთვის გადაცემული იარაღის სიას აქვეყნებს

გერმანიის მთავრობამ გამოაქვეყნა იარაღის სისტემების, აღჭურვილობის და სხვა ლეტალური და არალეტალური დახმარების სია, რომელიც უკრაინას ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაეცა.

შესაბამისი დოკუმენტი გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„2022 წელს გერმანიამ გაზარდა თავისი სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ევრომდე. ეს დამატებითი თანხები ძირითადად განკუთვნილია უკრაინისთვის, ასევე გერმანიის შენატანებისთვის ევროპულ სამშვიდობო ფონდში, საიდანაც შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო ზომების ხარჯების ანაზღაურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია მოიცავს : 3000 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნ Panzerfaust 3-ს, 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს, 500 ერთეულ Stinger-ის 500 ერთეულ პორტატულ სარაკეტო სისტემას, Strelar-ის 2.700 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, 7 თვითმავალ Panzerhaubitze-ის ჰაუბიცას, 21.8 მილიონი ვაზნას ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 100 000 ხელყუმბარას, დრონის საწინააღმდეგო 10 იარაღს, 280 ერთეულ ავტომობილს (სატვირთო, მიკროავტობუსები, ყველგანმავალი მანქანები) და სხვ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის