ლევან ვარშალომიძეს, სავარაუდოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" სავარაუდოდ, კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს კარგავს. პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას, რასაც თავის მხრივ, ვარშალომიძის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა იწვევს.

საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს და დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი ჯამში პარლამენტში 6 მანდატს კარგავს.

ცნობისთვის, პარლამენტში ადგილმონაცვლეები არ ჰყავთ ნიკა მელიას, ზაალ უდუმაშვილს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიას. შესაბამისად, მათი მანდატები გაუქმდა. ანალოგიურად მოხდება ვარშალომიძის შემთხვევაშიც.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება