შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთაა, არ მგონია, მათ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა ჰქონდეთ, ერთადერთი ვინც ისვენებს, რადიკალური ოპოზიციაა

რაზეც ისინი საუბრობენ არის უბრალო რადიკალიზაციის სურვილი, ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთ არის, ამიტომ არ მგონია, მათ ჰქონდეთ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ოპოზიცია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით დღეს პრეზიდენტს მიმართავს.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიცია უმრავლესობის გარეშე ვერანაირ კანონს ვერ მიიღებს, შესაბამისად, ალტერნატივა გარდა იმისა, რომ სამუშაო პროცესის მონაწილეები იყვნენ არ აქვთ. მისივე თქმით, ერთადერთი ვინც დღეს ისვენებს „რადიკალური ოპოზიციაა“.

„უკვე იმდენი ხანია ამაზე საუბრობენ მალე მოვა შემდეგი სესია და მგონი მორიგ სესიამდე ვერ შეთანხმდებიან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დღის წესრიგი არ გააჩნიათ. რაზეც ისინი საუბრობენ არის უბრალო რადიკალიზაციის სურვილი, ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთ არის, ამიტომ არ მგონია, მათ ჰქონდეთ რიგგარეშე სესიის მოწვევის რეალური გეგმა. უკვე ინიცირებული პროექტის განხილვა არის არაინკლუზიური, პოლარიზაციის ხელშემწყობი მიდგომა. რაც არ უნდა რიგგარეშე სესიის მოწვევა უნდოდეთ, უმრავლესობის გარეშე ვერანაირ კანონს ვერ მიიღებს ოპოზიცია, შესაბამისად, ალტერნატივა გარდა იმისა, რომ იყვნენ სამუშაო პროცესის მონაწილე არ აქვთ. რიგგარეშე სესიაზე ისე საუბრობენ თითქოს პარლამენტი ისვენებს, ერთადერთი ვინც ისვენებს არის რადიკალური ოპოზიცია, ვხედავთ, რომ ისინი არ მუშაობენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა