შალვა პაპუაშვილი „ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებზე - როგორ უნდა გავემიჯნო განცხადებას, რომელიც არ არის ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული?! ეს ხომ აბსურდია!

ოპონენტები რასაც იტყვიან გასაგებია, როგორ უნდა გავემიჯნო განცხადებას, რომელიც არ არის ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული?! ეს ხომ აბსურდია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას ემიჯნება თუ არა „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატების - სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, მიუღებელია როდესაც პოლემიკაში შესვლის ნაცვლად ამ ადამიანებისთვის კლიშეების მიწებება ხდება.

„ამ განცხადებებს შინაარსობრივად არანაირად არ ვაფასებ, მხოლოდ შევაფასე კლიშეების მიწებების ტალღა ადამიანების მიმართ, რაც ჩემთვის მიუღებელია. რაც არ უნდა კრიტიკული მოსაზრება ან კითხვა იყოს, როდესაც პოლემიკაში შესვლის ნაცვლად ხდება კლიშეების მიწებება, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს პროპაგანდასთან. სურთ გააჩუმონ ადამიანები, ან მათ სიტყვას ფასი დაუკარგონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ 3 დეპუტატის - სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის შემდეგ „ქართული ოცნება“ საკრებულოების რამდენიმე წევრმაც დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა