შრი-ლანკაში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის ოფისში შეიჭრნენ

შრი-ლანკაში საპროტესტო აქციები გრძელდება. პოლიციამ აქტივისტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქტივისტები, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემენსინგჰეს გადადგომას ითხოვდნენ, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.

BBC-ის ინფორმაციით, ამ დროისათვის ასობით დემონსტრანტი რეზიდენციის შენობაში იმყოფება. იქამდე კი შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. „კომენდანტის საათია“ გამოცხადებული შრი-ლანკის დასავლეთ პროვინციაში.

ცნობისთვის, მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე შრი-ლანკას პრეზიდენტმა გოტობაია რაჯაპაკსამ ქვეყანა დატოვა.

შრი-ლანკას კონსტიტუციის მიხედვით, ავტომატურად, 30 დღის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობას პრემიერ-მინისტრი შეასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო