რა არის პოდაგრა? - 6 რამ, რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

შე­საძ­ლოა, ბე­ბი­ე­ბის­გან გსმე­ნი­ათ ფრა­ზა „ნიკ­რი­სის ქარი“ ან „მე­ფე­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბა“ - ეს პო­დაგ­რას ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბია, რო­მელ­საც უმე­ტე­სად ძველ დრო­ში იყე­ნებ­დნენ. პო­დაგ­რა ან­თე­ბი­თი ართრი­ტის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

პო­დაგ­რა ვლინ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც სის­ხლში შარ­დმჟა­ვას შემ­ცვე­ლო­ბა მუდ­მი­ვად მა­ღა­ლია. მისი მთა­ვა­რი სიმპტო­მია ერთი ან რამ­დე­ნი­მე სახ­სრის მტკივ­ნე­უ­ლი ან­თე­ბა და შე­სი­ე­ბა.

პო­დაგ­რის დროს ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შარ­დმჟა­ვა გროვ­დე­ბა სის­ხლში და შე­საძ­ლოა, ჩა­ლაგ­დეს სახ­სრე­ბის გარ­შე­მო წვე­ტი­ა­ნი კრის­ტა­ლე­ბის სა­ხით. ორ­გა­ნიზ­მი აღიქ­ვამს ამ კრის­ტა­ლებს, რო­გორც „უცხოს“ და იწყებს მას­თან ბრძო­ლას, რაც იწ­ვევს სახ­სრე­ბის ან­თე­ბას. რე­აქ­ცია კრის­ტა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცნო­ბი­ლია, რო­გორც პო­დაგ­რის შე­ტე­ვა.

6 რამ, რაც პო­დაგ­რუ­ლი ართრი­ტის და­­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ უნდა იცო­დეთ:

  1. პო­დაგ­რის შე­ტე­ვა - და­­ვა­დე­ბის მთა­ვა­რი სიმპტო­მი

პირ­ვე­ლი შე­ტე­ვა უპი­რა­ტე­სად აღ­მო­ცენ­დე­ბა ღა­მით, გა­მოწ­ვე­უ­ლია შარ­დმჟა­ვას დო­ნის უე­ცა­რი მო­მა­ტე­ბით, მა­გა­ლი­თად, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხორ­ცის მი­ღე­ბის ან ბევ­რი ლუ­დის და­ლე­ვის შე­დე­გად. სახ­სრის ტკი­ვი­ლი გა­მოწ­ვე­უ­ლია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლის ან­თე­ბით და შე­შუ­პე­ბით, შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს სა­ა­თე­ბის ან რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. დე­ტა­ლებს გა­ე­ცა­ნით ახალ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სა­იტ­ზე პო­დაგ­რის შე­სა­ხებ: http://www.podagra.ge/

  1. სახ­სრე­ბი, რო­მელ­საც პო­დაგ­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად აზი­ა­ნებს

ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში პო­დაგ­რა აზი­ა­ნებს ისეთ სახ­სრებს, რო­გო­რი­ცაა ფე­ხის ცერა თითი, ტერ­ფი, მუხ­ლი, იდაყ­ვი, მაჯა და ხე­ლის მტე­ვა­ნი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სახ­სა­რი შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დად და­ზი­ან­დეს, რაც, უხე­შად დე­ფორ­მი­რე­ბულ სახ­სრებ­თან ერ­თად, იწ­ვევს ქრო­ნი­კულ ტკი­ვილ­სა და ინ­ვა­ლი­დო­ბას. პო­დაგ­რულ­მა ართრიტ­მა, ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვი­ოს თირკმე­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და კენ­ჭე­ბი თირკმელ­ში. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მო­მა­ტე­ბის საფრ­თხე (ჰი­პერ­ტენ­ზია).

  1. პო­დაგ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და სტა­დი­ე­ბი

პო­დაგ­რა ყა­ლიბ­დე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­გორც შარ­დმჟა­ვას დო­ნის მო­მა­ტე­ბის (ჰი­პე­რუ­რი­კე­მი­ის) შე­დე­გი. ამ­ჟა­მად აღ­წე­რი­ლია ავად­მყო­ფო­ბის ოთხი სხვა­დას­ხვა სტა­დია, ესე­ნია - უსიმპტო­მო ჰი­პე­რუ­რი­კე­მია, პო­დაგ­რის მწვა­ვე შე­ტე­ვა, პო­დაგ­რის დრო­დად­რო გან­მე­ო­რე­ბად შე­ტე­ვებს შო­რის სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე პე­რი­ო­დი და ქრო­ნი­კუ­ლი პო­დაგ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­დი­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ახალ სა­იტ­ზე პო­დაგ­რის შე­სა­ხებ: http://www.podagra.ge/

  1. რამ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია პო­დაგ­რა და ვის ემარ­თე­ბა

პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას პო­დაგ­რა 30-60 წლის ასა­კობ­რივ შუ­ა­ლედ­ში უვი­თარ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მა­მა­კა­ცებს უფრო ხში­რად (80%) ემარ­თე­ბა, ვიდ­რე - ქა­ლებს, რად­გან ქა­ლებ­ში შარ­დმჟა­ვას დონე უფრო და­ბა­ლია მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით, თუმ­ცა, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმა­ტებს მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ.

  1. პო­დაგ­რის მკურ­ნა­ლო­ბა

პო­დაგ­რა ქრო­ნი­კუ­ლი და მრა­ვალ­სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ის აზი­ა­ნებს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილს, მო­ი­თხოვს მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე მკურ­ნა­ლო­ბას და ექი­მის მუდ­მივ მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას.

შემ­თხვე­ვა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში დი­ე­ტის მო­წეს­რი­გე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით შარ­დმჟა­ვას (<6 მგ/დლ) უფრო დაბ­ლა ჩა­მო­სა­წე­ვად და პა­ცი­ენ­ტებს ესა­ჭი­რო­ე­ბათ შარ­დმჟა­ვას კონ­ცენ­ტრა­ცი­ის და­მაქ­ვე­ი­თე­ბე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა, რათა შარ­დმჟა­ვას დონე სა­მიზ­ნე ნიშ­ნულს ჩა­მოს­ცდეს.

კარ­გია, რომ პო­დაგ­რა მკურ­ნა­ლო­ბას ემორ­ჩი­ლე­ბა და შე­ტე­ვე­ბიც შე­საძ­ლოა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. თუ ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შარ­დმჟა­ვას მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნორ­მის ფარ­გლებ­შია, პო­დაგ­რის შე­ტე­ვე­ბი მცირ­დე­ბა და სახ­სრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბაც აღარ ხდე­ბა.

ექიმ­მა შე­საძ­ლოა და­გი­ნიშ­ნოთ მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ხან­გრძლი­ვად და ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა მხო­ლოდ ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით შე­გიძ­ლი­ათ, ამი­ტომ მი­მარ­თეთ ექიმს, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას და­გი­ნიშ­ნავთ. მკურ­ნა­ლო­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად ეწ­ვი­ეთ სა­იტს: http://www.podagra.ge/

  1. რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან და­ა­ვა­დე­ბა?

პო­დაგ­რუ­ლი ართრი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის, პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბის წე­სის შეც­ვლა, რაც ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი რუ­ტი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს. ჯან­საღ­მა დი­ე­ტამ პუ­რი­ნე­ბის და­ბა­ლი შემ­ცვე­ლო­ბით, ასე­ვე რე­გუ­ლა­რულ­მა ვარ­ჯიშ­მა, წო­ნა­ში დაკ­ლე­ბამ შე­საძ­ლოა და­გიც­ვათ პო­დაგ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა­გან.

პო­დაგ­რის შე­სა­ხებ ახალ სა­იტ­ზე http://www.podagra.ge/-ზე იხი­ლავთ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს, მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან კარ­გია ყო­ველ დღე, სულ მცი­რე, 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი და კვი­რა­ში ორ­ჯერ ვარ­ჯი­ში გა­ოფ­ლი­ა­ნე­ბამ­დე. თუმ­ცა, ვარ­ჯი­შის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბა.

ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ თქვენს საკ­ვებ­ში პუ­რი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას. უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პუ­რი­ნით მდი­და­რი პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა. ასე­ვე, თა­ვის შე­კა­ვე­ბა ექ­სტრე­მა­ლუ­რი დი­ე­ტე­ბი­სა და შიმ­ში­ლი­სა­გან. ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბა პო­დაგ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მო­მა­ტე­ბულ რისკს უკავ­შირ­დე­ბა (სა­ქონ­ლის, ღო­რი­სა და ცხვრის ხორ­ცი, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი - ძეხ­ვი, სო­სი­სი, შე­ბო­ლი­ლი ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი, ჰოთ­დო­გე­ბი და ჰამ­ბურ­გე­რე­ბი, ფრინ­ვე­ლის - ქათ­მის და ინ­და­უ­რის ხორ­ცი, ფრინ­ვე­ლი­სა და ცხო­ვე­ლის ღვიძ­ლი);

მო­სა­რი­დე­ბე­ლია ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი - თევ­ზი და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი (საჭ­მე­ლი მო­ლუს­კე­ბი და კი­ბო­სებრნი; ას­თაკ­ვი, ხა­მანწკა, კრე­ვე­ტი); პუ­რი­ნით მდი­და­რი ბოსტნე­უ­ლი (ბარ­და, ლო­ბიო, ოსპი, ის­პა­ნა­ხი, სოკო, შვრია და ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო); ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი - ლუდი (უალ­კოჰო­ლო ლუ­დის ჩათ­ვლით), და სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, შაქ­რი­ა­ნი გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბი. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ: http://www.podagra.ge/

სტა­ტია მომ­ზად­და ბერ­ლინ-ჰემი/ა. მე­ნა­რი­ნი დის­ტრუ­ბუ­შენ ჯორ­ჯი­ას მიერ.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია