გიორგი ვაშაძე - თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, ეს ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან

უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობით მოვითხოვეთ რიგგარეშე სხდომა, კონკრეტული საკითხებით, რომელიც შედის 12 პუნქტში - ახლა „ქართული ოცნება“ ან ჩააბარებს ტესტს ან მოხდება მისი სრული ლუსტრაცია, - ამის შესახებ განცხადება სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გააკეთა.

მისივე თქმით, არ ბრაზდება ოპოზიციური კოლეგების მცირე ჯგუფზე, რომელმაც რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოაწერა.

"თუ "ქართული ოცნება"უარს იტყვის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სასამართლო რეფორმაზე, ანტიკორუფციულ ბიუროს დაუყოვნებლივ შექმნაზე, რაც მოთხოვნილია ევროკავშირის მხრიდან, ეს ქართულ საზოგადოებას და ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს ოლიგარქიული რეჟიმის მცველთან საქმე და არა საქმის მკეთებელ ადამიანებთან. უნდათ ცრუ პროცესი შექმნან. ეს სიცრუე რომ დავამთავროთ, არის რიგგარეშე სესიის მოთხოვნაზე ოპოზიციის უპრეცედენტო რაოდენობის დეპუტატთა ხელმოწერა. ჯერი ქართულ ოცნებაზეა, ვიცი რას იზამენ, მაგრამ საზოგადოება ნახავს, როგორ მოხდება კიდევ ერთხელ მათი ლუსტრაცია.

ასეთი ერთობა ოპოზიციას პარლამენტში არც ერთ საკითხზე არ უჩვენებია, რაც შეეხება ორ განმარტოებულ მცირე ჯგუფს ("გირჩი" და "მოქალაქეები" ), რომელმაც გაუგებარი მიზეზების გამო ხელი არ მოაწერეს ამას, მე მათზე ვერ გავბრაზდები, რადგან სამშობლოს სიყვარული და საქმის კეთება გაცილებით დიდია, ვიდრე ოპოზიციურ ჯგუფებზე გაბრაზება", - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს, სადაც ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც მათი მოსაზრებით ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

რიგგარეშე სხდომის მოთხოვნას არ უერთდება "გირჩი" და "მოქალაქეები".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა