ჯანდაცვის სამინისტრო - დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ფორუმზე 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ 1000-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, „პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი” გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების მქონე, სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ხელშეწყობაა.

როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფოს სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა განაცხადა, ფორუმი მასშტაბური იყო, რაც შედეგებზე დადებითად აისახება.

„ფორუმში მონაწილეობა 80-ზე მეტმა საშუალო და მსხვილმა ორგანიზაციამ მიიღო. მათ 1000-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდათ წარმოდგენილი და რაც ძალიან სასიხარულოა, ღონისძიებას 400-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ეწვია. ამ ტიპის ფორუმები მსურველებს დასაქმებაში ეხმარება, რადგან აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია აქტიური ვაკანსიებზე და რა თქმა უნდა, კომპანიების წარმომადგენლებს საკუთარი კვალიფიკაციის შესახებ გაუზიარონ ინფორმაცია“,- განაცხადა ნინო ველთაურმა.

ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი,კოლეჯების კურსდამთავრებულები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია