რომან გოცირიძე - სად ვისვენებ? აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან

თურმე პარლამენტის რიგგარეშე სესია რომ მოვიწვიოთ, სანახაობად გადაიქცევა - სანახაობაზე მეტია “ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია და მასთან დაკავშირებით “ქარული ოცნების“ განმარტებები არასერიოზულია.

მისივე თქმით, თუ სხდომა კვორუმის არქონის გამო ჩაიშლება, ამაზე პასუხისმგებლობა როგორ ამომრჩევლის, ასევე დასავლელი პარტნიორების წინაშე “ქართული ოცნების“ უმრავლესობას დაეკისრება.

“საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დაწყებას. არის კიდევ ერთი სულელური განცხადება: - თურმე რატომ უნდა მოიწვიონ სხდომა, როცა ოპოზიცია სადღაც ისვენებს... სად ვისვენებ, აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან. გამოიტანონ განსახილველად საკითხები, რაც კენჭისყრას საჭიროებს და გადადგან ერთი ნაბიჯი რეკომენდაციების შესრულების დასაჩქარებლად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა,რომ ოპოზიციის ნახევარი საზღვარგარეთაა და ერთადერთი ვინც ისვენებს, რადიკალური ოპოზიციაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო