KIU-ში გამოფენა „ინოვაციური პროექტები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის“ გაიმართება

KIU-ში გამოფენა „ინოვაციური პროექტები თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 14 ივლისს ჩატარდება.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, მენეჯმენტის სკოლის დეკანი ნათია ზედგინიძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი, პროექტში ჩართული კომპანიები და სტუდენტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება KIU-ს სტუდენტების მიერ შექმნილი ბიზნეს პროექტების პრეზენტაცია, ხოლო მოწვეულ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და ადგილზე შეარჩიონ უკვე წარმოდგენილი ბიზნეს პროდუქტები. KIU-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ტიპის პროექტები: მარკეტინგის ონლაინ პლატფორმა, სასტუმროების ონლაინ პლატფორმა, ტურიზმის ონლაინ პლატფორმა, გაყიდვების ონლაინ პლატფორმა, სერვისების გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.

კომპანიებისთვის სტუდენტების მიერ შემუშავებულ ექვს პროექტს, მეორე ეტაპზე გადასული კომპანიებისთვის უნივერსიტეტი დააფინანსებს, ხოლო დანარჩენი პროექტებით დაინტერესების შემთხვევაში კომპანიებს შეუძლიათ თავად აწარმოონ მოელაპარაკება პროდუქტის შემქნელებთან და შეისყიდონ წარმოდგენილი პროექტი, ან მომსახურება (ერთი პროექტის მაქსიმალური ღირებულებაა: 2,500 ლარი).

პროექტის შესახებ: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკვე 6 თვეზე მეტია ახორციელებს პროექტს „საინფორმაციო ტექნოლოგიები ინდუსტრიის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროში მოქმედი ბიზნესების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდას ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ცოდნითა და უნარებით აღჭურვის გზით. ასევე, შესთავაზოს ბიზნესებს ელექტრონული ვაჭრობის ისეთი ინოვაციური გადაწყვეტები და მიდგომები, რაც პირდაპირ მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული.

პროექტი ხორციელდება #KIUInnovate - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების პლატფორმის ფარგლებში.

აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე