აჭარის მთავრობა - „დინამო ბათუმს“ კიდევ ერთი ახალი სპონსორი ეყოლება

დინამო ბათუმის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. დინამო ბათუმსა და საერთაშორისო კომპანია Lixin Group-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულების შემდეგ, კლუბს კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია დაასპონსორებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეთანხმების თანახმად, საქართველოს ჩემპიონ გუნდს კომპანია CoinW სასპონსორო თანხით 150000 USD უზრუნველყოფს.

„ამასთან, CoinW-ი არის მსოფლიო დონის ინტეგრირებული სავაჭრო პლატფორმა, რომელსაც აქვს 12 სავაჭრო სერვისცენტრი 8 ქვეყანაში.

CoinW-ი ფლობს აშშ-ს MSB ფინანსურ ლიცენზიას, სინგაპურის MAS ლიცენზიას.

სპონსორის მოძიებაში ჩართული იყო თომას სუ, რომელსაც ბათუმის საპატიო პრეზიდენტის წოდება რამდენიმე თვის წინ მიენიჭა”,- ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა