გერმანიის იუსტიციის მინისტრი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდი ღირსების მქონე ადამიანია, ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის

გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში, - ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრი დიდი ღირსების მქონე ადამიანია.

„სასიამოვნო იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. ის დიდი ღირსების მქონე ადამიანია. ჩვენ უფრო ვამყარებთ მჭიდრო მეგობრობას საქართველოსა და გერმანიას შორის. მოხარული ვარ, მხარი დავუჭირო თქვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პროცესში და ძალზედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს პროცესი ძალიან კარგ დასასრულამდე მიგვიყვანს", - განაცხადა მარკო ბუშმანმა.

შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. პარტნიორობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროებში; გერმანელი ექსპერტები კი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა პრაღაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა