იაგო ხვიჩია - ოპოზიციას თავის გაჭირვება ეყოფა, ის, რომ ვშორდებით ევროპას და ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, „ქართული ოცნების" დამსახურებაა

სტატუსის მონიჭების განხილვაზე ვადის გადაწევა არის ევროპის რეაქცია „ქართული ოცნების“ იმ ღონისძიებებზე, რაც დასახეს ევროპელების რეკომენდაციების შესასრულებლად - ევროპას რომ ვშორდებით „ქართული ოცნების" დამსახურებაა, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ წამოწყებულ პროცესში ოპოზიციის ნაწილიც ჩაერთო, სერიოზული ნაბიჯები გადადგმული არ იქნა.

„ამით გვითხრეს, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" აიღო, არასწორია და ის, რისი გაკეთებაც 6 თვეში შეიძლებოდა, ამ გადაწყვეტილებით მინიმუმ ერთი წლით გაიზარდა, მგონი ეს მინიშნებაა, რომ თუ ასე გავაგრძელებთ დაუსრულებლად შეიძლება გაიზარდოს ეს ვადები, სინამდვილეში კი ამ ვადის გადატანით მივიღოთ უარი ჩვენს მიზნებზე.

ოპოზიციას თავის გაჭირვება ეყოფა, იცით ჩემი პოზიცია ოპოზიციაზე, მაგრამ ის, რაც ხდება, სრულად „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა, ის, რომ ვშორდებით ევროპას და ინტეგრაციის პროცესი გაჩერებულია, "ქართული ოცნების" დამსახურებაა, ვერავისი სხვისი ვერ იქნება“, - განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა