ლევან ბეჟაშვილი - არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და უახლოეს ვადაში, პირობების შესრულების კვალდაკვალ მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი

არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და უახლოეს ვადაში, პირობების შესრულების კვალდაკვალ მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა არ ეხსნება იმასთან დაკავშირებით, რომ წლის ბოლომდე მიიღონ ყველა საკანონმდებლო აქტი, რაც პირობების დასაკმაყოფილებლად საჭიროა.

„2023 წლამდე ვადის გადაწევა კარგი არ არის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპარლამენტმა მოგვცა საშუალება, რომ ცაიტნოტში არ ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება. იმავდროულად, „ქართული ოცნებისთვის" ეს პასუხისმგებლობა მოხსნილი არ არის, მათ შეუძლიათ პირველ იანვრამდე მიიღონ ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც 12- პუნქტიან გეგმაშია გაწერილი და როგორც ევროპარლამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ამ პირობების შესრულებისთანავე, ავტომატურად ხდება სტატუსის მინიჭება. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ 2023 წელს და უახლეს ვადაში პირობების შესრულების კვალდაკვალ მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი. ეს წაადგება ჩვენს ეკონომიკას, მოსახლეობის ინტერესებს, ამიტომ მოქმედება დროული უნდა იყოს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაში მკვეთრად გამოიკვეთა დეოლიგარქიზაციის ვალდებულება. დასახელდა სახელი და გვარი პირდაპირ, ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, იმ ადმინისტრაციულ და ბიუროკრატიულ გავლენას, რაც მას აქვს მმართველ პარტიაზე და მთავრობაზე. სხვა შემთხვევაში, ქვეყნის ევროპული მომავალი წარმოუდგენელია. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს აქვს შანსი, თავის პირადი კეთილდღეობა და სტატუსი გადადოს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამით მოიპოვოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა