პაატა მანჯგალაძე - შესაძლებლობის ფანჯარა, რაც უკრაინის ომმა გააჩინა, შეიძლება ნებისმიერ დროს დაიხუროს - უნდა ვიჩქაროთ, 2023 წლის ბოლომდე დასაკარგი დრო არ გვაქვს!

შესაძლებლობის ფანჯარა, რაც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლამ გააჩინა, შეიძლება ნებისმიერ დროს დაიხუროს - უნდა ვიჩქაროთ, 2023 წლის ბოლომდე დასაკარგი დრო არ გვაქვს! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, თუ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წელს დაელოდება, ეს გეოპოლიტიკურად ძალიან დიდი შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს.

„უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლიდან გამომდინარე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე შესაძლებლობის ფანჯარა გაჩნდა. ამიტომ არ გვაქვს არც ექვსი თვე და არც ერთი წელი იმისთვის, რომ გადაწყვეტილებას 2023 წლის ბოლომდე ველოდოთ. ზუსტად იმ დღის წესრიგით უნდა ვიმუშაოთ, რადგან როგორც გვითხრეს, როგორც კი მზად ვიქნებით რეკომენდაციებისთვის შესასრულებლად, სტატუსს მაშინვე მოგვანიჭებენ. ამიტომ საქართველომ ამ თარიღთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა შეცვალოს და რეკომენდაციები რაც შეიძლება მალე შევასრულოთ.

იმ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ, რომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მოგვანიჭონ, რადგან ფანჯარა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიხუროს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო და პირობების შესრულების ანგარიშს არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო