გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას" ვურჩევ, თვალის მოსკოვისკენ ცეცების ნაცვლად, ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ გაიხედონ - ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერია, საქართველოს მოღალატეა

„ქართულ ოცნებას" ვურჩევ: რუსეთის გუბერნიების ისტორიები დეტალურად რომ იციან, ევროკავშირში ახალგაწევრიანებული ქვეყნების ისტორიებიც შეისწავლონ - ის, ვინც ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერია, საქართველოს მოღალატეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

ვაშაძის თქმით, ყველა იმ ქვეყანამ, ვინც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა იმისთვის, რომ ეკონომიკა „ამოექაჩა".

„ქართულ ოცნებას" ვურჩევ, თვალის მოსკოვისკენ ცეცების ნაცვლად, ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ გაიხედონ, რომლებიც საქართველოს მსგავსად საბჭოთა კავშირის წევრები იყვნენ. მათი დამოუკიდებლობაც რუსული იმპერიის მიერ იყო მიტაცებული. როგორც კი ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები გახდნენ, მრავალი მილიარდი მიიღეს, რომ სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემით გაგრძელებული და ტექნოლოგიებით და ეკონომიკის სხვა დარგებით დამთავრებული მაქსიმალურად სწრაფად ამოექაჩათ განვითარების დონე, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დასწეოდნენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა