დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან უკვე გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, ჯერ არ იცის, კონკრეტულად როდის გამოაცხადებს კამპანიის დაწყებას. ამის შესახებ ტრამპმა New York Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემს თავში უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, სხვა არაფერი არ მოქმედებს მასზე“ , - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „თუ მე გადავწყვეტ კენჭისყრას, გავიმარჯვებ”.

მისივე თქმით, ფიქრობს, როდის გამოაცხადოს კამპანიის დაწყება - 2022 წლის შემოდგომაზე შუალედური კონგრესის არჩევნებამდე, თუ მის შემდეგ.

„აცნობეთ ხალხს. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი არც კი იყრის კენჭს, მე რომ ეს გავაკეთო, რადგან გამოკითხვას თუ გადახედავთ, ისინი არც კი დარეგისტრირდებიან. მათ წინააღმდეგ იქნება საპასუხო რეაქცია. ხალხს სურს ჩემი კენჭისყრა“, - განაცხადა ტრამპმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს