შალვა პაპუაშვილი - გახსოვთ რომელიმე წელი, თვე, კვირა და დღე, როცა „ნაცმოძრაობას“ რუსეთის და საგარეო ორიენტაციის თემით მოსახლეობის ნერვებზე არ ეთამაშოს? - ქართველი ხალხის ნერვებზე თამაში არის ერთადერთი, რაც ოპოზიციას კარგად გამოსდის

გახსოვთ რომელიმე წელი, თვე, კვირა, დღე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის თემით საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე არ ეთამაშოს? - ქართველი ხალხის ნერვებზე თამაში არის ერთადერთი, რაც ქართულ ოპოზიციას კარგად გამოსდის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა ბრალდებებს იმის შესახებ, რომ „საქართველოს საგარეო ვექტორს საფრთხე ემუქრება“.

პაპუაშვილის თქმით, ეს ასე არ არის და „საზოგადოება ამაში დარწმუნებულია“.

„საფრთხე [საგარეო ორიენტირის შესახებ], რაზეც ოპონენტები საუბრობენ, 2011 წლიდან მოყოლებული გვესმის. გახსოვთ რომელიმე წელი, რომელიმე თვე, კვირა, დღე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთის თემით საქართველოს მოსახლეობის ნერვებზე არ ეთამაშოს? ესაა, რასაც ისინი 10 წლის განმავლობაში ახერხებენ - თამაშობენ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ნერვებზე იმით, რომ გარკვეული კონსპირაციული თეორიები შემოაქვთ, თითქოს, რუსეთის პროექტია, მთლად რუსეთია ხელისუფლებაში და ა.შ. ან როგორ არ იღლებიან ამდენი ტყუილით და მანიპულაციით. ერთადერთი, რასაც ვხედავთ, ეს არის ადამიანის ნერვებზე ყოველწუთიერი, დაუღალავი თამაში. ეს იწვევს საზოგადოებაში ფრუსტრაციას, უიმედობას. ესაა მათი მიზანი - გამოიწვიონ უიმედობა, ფრუსტრაცია, გაღიზიანება, საკუთარი ხელისუფლება შეაზიზღონ საზოგადოებას, რასაც, საბედნიეროდ, ვერ ახერხებენ. ყოველი არჩევნები ამის დასტურია. ისინი აცდენილები არიან ქართველი ხალხის ნებას. ბოლო პროტესტის აგორების მცდელობაშიც ვნახეთ, რომ იმდენად აცდენილები არიან ქართველი ხალხის ნებას, ყოველ ჯერზე ზურგს აქცევს დემონსტრაციულად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს