შალვა პაპუაშვილი კელი დეგნანის წინააღმდეგ კამპანიაზე - ჩვენი კოლეგების განცხადებების შინაარსში არ შევდივარ, განზრახ არ განვიხილავ  - რუსულ პროპაგანდაში ნაცადი ხერხია ადამიანისთვის კლიშეს მიკერება, ეუბნები: „ შენ ხარ ანტიდასავლური, პრორუსული“

შალვა პაპუაშვილი - ჩვენი კოლეგების განცხადებების შინაარსში არ შევდივარ, განზრახ არ განვიხილავ - ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობაში შეხვიდე ადამიანთან, ეუბნები, რომ შენ ხარ ანტიდასავლური, პრორუსული, კლიშეს მიკერება ხდება - ეს არ არის დემოკრატიული მეთოდი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პაპუაშვილი კონკრეტულად არ საუბრობს, ეთანხმება თუ არა აღნიშნული განცხადებების რიტორიკას და ამბობს, რომ „შინაარსობრივ საკითხს განზრახ არ განიხილავს“.

„რუსულ პროპაგანდაში ნაცადი ხერხია ადამიანისთვის კლიშეს მიკერება, რათა მოიცილონ თავიდან მსჯელობის საჭიროება. ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობაში შეხვიდე ადამიანთან, ეუბნები, რომ შენ ხარ ანტიდასავლური, პრორუსული. კლიშეს მიკერება ხდება და შემდეგ საჭიროება აღარაა, რომ ამ ადამიანთან პოლემიკაში შეხვიდე. ეს არის მარტივი პროპაგანდისტული ხერხი. ვიღაც იწყებს მსჯელობას და ნაცვლად იმისა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გასცე ან პოლემიკაში შეხვიდე, აწებებ კლიშეს და ამბობ, რომ ღირსიც არ ხარ დაგელაპარაკო. მე ჩვენი კოლეგების განცხადებების შინაარსში არ შევდივარ, განზრახ არ განვიხილავ. მათ გასვლის მიზეზი დაასახელეს, რომ რაღაც საკითხებზე, რაზეც შიგნით იყო ინფორმაცია, სურთ საუბარი. მე რომ კომენტარი გავაკეთო ან უნდა დავადასტურო, ან უნდა უარვყო.

რასაც ვხედავ, ესაა ადამიანებისთვის კლიშეს მიკერების, სტიგმატიზების, გარიყვისა და დაბულინგების მეთოდი. ეს არის ქართული პოლიტიკის სენი და ხერხი, რომ ნაცვლად იმისა, მსჯელობა იყოს, ხდება სტიგმატიზება, გარიყვა და თითქოს მასთან საუბარი საჭირო აღარაა. ეს არის სოციალურ ქსელში გავრცელებული მეთოდი, რასაც ადამიანის დაბლოკვა ჰქვია. ნაცვლად იმისა, რომ პოლემიკაში შეხვიდე, ადამიანს ბლოკავ. ეს არ არის დემოკრატიული მეთოდი. ვისაც აქვს კითხვები თუ პასუხები, ყველა უნდა შევიდეს კონსტრუქციულ დისკუსიაში. დემოკრატია ამას გულისხმობს და არა ადამიანის დაბლოკვას და ამით თავიდან რაღაც თემის მოცილებას. თემას როდესაც წამოწევს ადამიანი, ამას ან პასუხის გაცემა სჭირდება, ან უარყოფა ან საპასუხო კითხვის დასმა და არა ადამიანის სტიგმატიზება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო