პარტია „დროა“ სანქციების თემაზე კოორდინაციის მიზნით, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას მართავს

პარტია „დროა“ სანქციების თემაზე კოორდინაციის მიზნით, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

როგორც „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მუშაობა და შესაბამისად, საჭიროა, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა როლები გაინაწილონ.

„ის საეჭვო ურთიერთობები, რაც არსებობს, ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ნავთობის თემა იქნება, ბორჯომის თემა, თუ სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარება რუსეთის, ეს კითხვები საჭიროებს კომპლექსურ მუშაობას და ძალიან ბევრი მოთამაშის ჩართულობას. რადგან რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან დიდ სფეროსთან, ამერიკის დოკუმენტში გამოქვეყნებულია 22 პუნქტი თუ რა არის ის საეჭვო ტრანზაქციები, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება. ამიტომ არასამთავრობო სექტორთან ამ თემაზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი იყოს ძალისხმევა, რომ ერთის მხრივ ვაკონტროლოთ, ასეთი შემთხვევები არ იყოს და ასევე, ქვეყნის გარეთაც ამაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა