იაგო ხვიჩია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე - ეს ადამიანი აშშ-ში რომ მიჰყავდათ, გასაკვირი ეს არის - ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ უნდა ამყოფო

ეს ადამიანი აშშ-ში რომ მიჰყავდათ, გასაკვირი ეს არის - ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ უნდა ამყოფო, - ასე ეხმაურება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია.

მისივე შეფასებით, ჩხიკვაძის განცხადება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება გადანაწილებული არ არის და "ერთსულ და ერთ ხორც" არიან.

„პარლამენტის სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვებას და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულოები, სადაც ანალოგიური განცხადებები გააკეთეს. ვინაიდან, სასამართლოც ამ ხელისუფლების ნაწილია, ახლა იგივე პროცესი სასამართლოში გრძელდება - იქაც გამოჩნდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ესენი აშშ-ში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ არ უნდა ამყოფო, მაგრამ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, როგორიც ვართ და ისეთი სასამართლო გვაქვს, რაც გვაქვს.

ამ მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ აშშ-ს ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ და მის აზრზე მიყვანას ცდილობდნენ. ჩემი აზრით, ეს მეგობარი ქვეყნისგან მადლობას იმსახურებს, მაგრამ ვინაიდან, არაფერი გვესმის, მოსამართლეებიც შესაბამისი გვყავს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც აკეთებენ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ისიც უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა