მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს - თუ კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია, ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო - რა წერილები მაქვს დაწერილი

თუ წერილთან დაკავშირებით კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო და ჩემი ბიოგრაფია გაგცემს პასუხს , - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტის კითხვას, „თავად წერს თუ არა წერილებს, რომელიც მისი სახელით ქვეყნდება“.

ყაველაშვილის თქმით, მის ბიოგრაფიას თუ გადახედავენ, ნახავენ, რომ წერილები დაწერილი აქვს, თუმცა, სხვა სფეროსთან - სპორტთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება წერილს, ის მე დავწერე, არ მგონია, რომ მხატვრულ, განსაკუთრებულ რამეს საჭიროებდეს იქ მოყვანილი ფაქტები და იმ წერილის შექმნა. თუ ჩემი წერილი გაინტერესებთ, ჩემს ბიოგრაფიას გადახედეთ, რა წერილები მაქვს დაწერილი, სფერო სხვაა - ფეხბურთზეა, მაგრამ პოლიტიკაზეც არის საუბარი. თუ წერილთან დაკავშირებით კითხვები გაქვს, შემიძლია თუ არა წერილის დაწერა, შეგიძლია ჩემს ბიოგრაფიაში ჩაიხედო და ჩემი ბიოგრაფია გაგცემს პასუხს", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მისამართით და აღნიშნა, რომ ელჩი, რომელიც აშშ-ს წარმოადგენს, „უნდა გაემიჯნოს“ , როცა აშშ-ის მიერ „დაფინანსებული ორგანიზაციები გადატრიალებას აანონსებენ“.

"მე უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატი ვარ, თავად კელი დეგნანიც საუბრობს და ეს არის სწორედ მათი ორმაგი სტანდარტი, რომ როცა ინსტიტუციებზეა საუბარი, აქ ერთი დეპუტატი კი არ საუბრობს, საუბრობს პარლამენტის დეპუტატი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის არჩეული. იქ [წერილში] მოყვანილი ფაქტები და კითხვები, ეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის კითხვები. ამასაც ვგულისხმობდი, რომ რუსული ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოში, ამის საწინააღმდეგო განცხადებები გავაკეთოთ და გავემიჯნოთ მსგავს სიტუაციებს. სწორედ ეს მინდოდა, ამას ვთხოვ, რომ გაემიჯნოს ამ ნარატივს.

თუ ის ჩემს მხარეს არის, მაშინ გაემიჯნოს, როცა ამას ვერ ვხედავ და პირიქით, მისი მხარდაჭერას ვხედავ ამ ადამიანების - ლომჯარიასი, გიგაურის. მერე პოლიტიკურ სცენაზე ამოვიდა ეს ხალხი. მე ვიცი რატომაც ამოვიდა, რომ აკერმანის ეს ჯგუფი, რომელიც აპრილში შეიკრიბა და ადრეც ვთქვი, რომ დაგეგმილი პროცესი იყო, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოსულიყო და ცვლილებები განეხორციელებინათ, რევოლუცია მოეწყოთ და იქნებ როგორმე ჩაერთოთ შემდეგ საქართველო ომში, აი, ეს კითხვები არსებობს. რატომ არ ემიჯნება?! ეს არ არის მარტო მიხეილ ყაველაშვილის კითხვა, ამას ელოდება საზოგადოება. თუ არ ესმის, რომ ამ ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილი ამ კითხვას სვამს, ეს მისი უფლებაა, მე ვერ დავაძალებ კელი დეგნანს, რაზე გასცეს პასუხი და რაზე - არა. ამაზე მტკივა გული, ვეუბნები, ჩვენ თუ პარტნიორები ვართ, ვეხმარებით ინსტიტუციების გაძლიერებაში და ეს ხალხი, რომელსაც ფულს უხდი, გამოდის და მთავრობის გადაყირავებას ცდილობს, თან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ეს რაში ჯდება, გაგვაგებინოს, სადაური წესია. ამაზე მაქვს საუბარი, ამერიკის სახელმწიფოსგან დაფინანსებული ინსტიტუტებია, რატომ არ ემიჯნება?!

მე ვამბობ ამ ელჩზე, ინტერპრეტაციას აკეთებთ, ეს არის უბედურება, მე თუ კითხვას ვუსვამ ელჩს, ვაფასებ, ეს ნიშნავს, რომ მე ამერიკას ვესხმი თავს?! მე არ ვაფასებ ასე აშშ- ს, პირიქით ვაფასებ, რომ მსგავსი ქმედება არ ეკადრება აშშ- ის და ეგ გულისტკივილი მაქვს, რომ ელჩი, რომელიც წარმოადგენს აშშ- ს უნდა იყოს შესაბამისობაში, რომ ამ თემას, რომელსაც აშშ- ის დაფინანსებული ორგანიზაციები გადატრიალებას აანონსებენ და პოლიტიკურ სცენაზე გამოდიან, გაემიჯნოს.

თქვენ ადვოკატი ხართ ელჩის? ჩემი არ გესმით - პირიქით ვლაპარაკობ, რომ ეს ქმედება რომ არ ემიჯნება მათ, აზიანებს აშშ- საც და ჩვენს ურთიერთობასაც.

კითხვას ვსვამთ, პასუხები გვინდა მივიღოთ, როგორ გგონიათ, აშშ- ში კითხვის დასმის საშუალება არ უნდა ჰქონდეს ელჩის მიმართ დეპუტატს, კონგრესმენს?! რომ იძახით, თავს ესხმიო, კითხვა დავსვი. ეს არის მონური ფსიქოლოგია, რასაც თქვენ ახლა აჟღერებთ. ამ ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეულ დეპუტატს რომ რომელიმე ქვეყნის ელჩი ასეთ შეურაცხმყოფელ პასუხს სცემს, ეს თქვენთვის მისაღებია?!", - განაცხადა ყაველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს