პარლამენტში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

პარლამენტში, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. პარლამენტის ინფორმაციით, საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის ანგარიში, 2022 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო სადაზღვევო სექტორის გამოწვევებსაც.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, რომელიც ამავდროულად დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, 31 მაისის მდგომარეობით 18 სადაზღვევო კომპანიის აქტივები 1 მილიარდ 126 მილიონი ლარია, რაც 8%–ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 12%–ით და 319,1 მლნ. ლარს შეადგენს.

„2022 წლის 5 თვის განმავლობაში ფინანსურმა მოზიდულმა პრემიამ შეადგინა 399,5 მლნ. ლარი, რაც 10%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით გაზრდილია ანაზღაურებული ზარალები და შეადგენს 186 მილიონ ლარს. კომპანიების სადაზღვევო მოგება 77 მილიონ 300 ათასი ლარია, ზრდა 14%–ია. ხოლო წმინდა მოგება 9 მილიონ 400 ათასი ლარია,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და მოგების შემცირების მიზეზებიც განმარტა. მისი თქმით, წმინდა მოგების შემცირება სადაზღვევო მოგების ზრდის ფონზე გამოწვეულია ადმინისტრაციული ხარჯების ზრდით.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს