გია ვოლსკი აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ზეწოლასა და ბულინგს გაითვალისწინებს და რიგგარეშე სესიას მოიწვევს, კარგი არ იქნება

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია არ უნდა მოიწვიოს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ზეწოლასა და ბულინგს გაითვალისწინებს და სესიას მოიწვევს, კარგი არ იქნება.

"მის კანდიდატურას მხარი სწორედ იმის გამო დავუჭირეთ, რომ არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც შეუძლია თავისი პოზიცია დააფიქსიროს. რიგგარეშე სხდომის დანიშვნა პოლიტიკურად იმდენად გაუმართავია, იმდენად აშკარაა პოლიტიკური სპეკულაცია, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამ მიმართვას არ გაითვალისწინებს.

ევროკომისიის რეკომენდაციები სწორედ იმ სამუშაოს აუცილებლობას ითვალისწინებს, რომელიც გულისხმობს სამუშაო ჯგუფებს, საკომიტეტო შეხვედრებს, დეტალურ განხილვას. თუკი ეს რეგლამენტი ჩანაცვლებულია პოლიტიკური სპეკულაციით, მგონია, პრეზიდენტს ეყოფა ძალა და პროფესიონალიზმი, პოზიტიური გადაწყვეტილება არ მიიღოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით პარლამენტის 46-მა წევრმა მიმართა.

შეგახსენებთ, დღეს 18:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგია ჩანიშნული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს