ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ სტრატეგიაა, ნულს გაუტოლონ პარლამენტის მუშაობის მნიშვნელობა - ჩვენ მონაწილეობას ყველა ფორმატში მივიღებთ

„ოცნების“ სტრატეგიაა, რომ ნულს გაუტოლონ პარლამენტის მუშაობის მნიშვნელობა. საუბრობენ, რომ ჯერ საჭიროა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის განხილვა სამუშაო ჯგუფებში და შემდეგ პარლამენტი, - ეს არის ძალიან იაფფასიანი ტრიუკი, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებაზე „ქართული ოცნების“ საპასუხო განცხადებები მისთვის გასაკვირი არ ყოფილა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტის და კომისიების მუშაობის პროცესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან არც იყო გასაკვირი ის პოზიცია, რაც მათ დაიჭირეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მათი სტრატეგიაა, რომ მინიმიზაცია მოახდინონ, ნულს გაუტოლონ პარლამენტის მუშაობის მნიშვნელობა. საუბრობენ, რომ ჯერ საჭიროა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის განხილვა სამუშაო ჯგუფებში და კომისიებში, შემდეგ პარლამენტი. ეს არის ძალიან იაფფასიანი ტრიუკი, რითაც „ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთს რაიმე ნიშნით ეწინააღმდეგება.

სამწუხაროდ, პოლიტიკურ აქტორებს, მათ შორის ოპოზიციურ მხარეს, ეტყობა არ აქვთ გააზრებული, რომ პოლიტიკური თამაშების და პარტიული ინტერესების გატარების დრო არ არის. ჩვენ ვთქვით, რომ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის „ოცნებას“ არ მივცემთ უფლებას, ამ კომისიებით ისეთი დღის წესრიგი შექმნას, რომელიც შედეგებზე ორიენტირებული არ იქნება და ამით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ან შიდა ველში მანიპულირება მოახდინოს. ჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ, ამიტომ მონაწილეობას ყველა ფორმატში მივიღებთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა