აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვივნენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ხელმძღვანელობით, თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა. თბილისს ასევე ეწვია სომხეთის დელეგაცია, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით.

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორივე ქვეყნის დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. როგორც ცნობილია, დღეს თბილისში გაიმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს