რუსული მედია - სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების აღკვეთის მიზნით, ზომების გაძლიერების განკარგულება გასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შეიარაღებულ ძალებს დაავალა, გაზარდონ ოპერაციები ყველა მიმართულებით, რათა დონბასის რეგიონსა და სხვა ტერიტორიებზე თავდასხმები აღიკვეთოს, - ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, შოიგუ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა და არსებული მდგომარეობა განიხილა.

„მინისტრმა გასცა საჭირო მითითებები ჯგუფების მოქმედებების შემდგომი გაზრდისთვის ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე, რათა გამოირიცხოს კიევის რეჟიმის მიერ მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა დონბასსა და სხვა რეგიონებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი