სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

სასტუმრო „რედისონში“ აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კოლეგებს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი მასპინძლობს.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება.

ამასთან, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში იმყოფებიან. დელეგაციებს აზერბაიჯანის მხრიდან საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯეიჰუნ ბაირამოვი, ხოლო სომხეთის მხრიდან ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრები უკვე გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა