ვლადიმერ ბოჟაძე- რადიკალური ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯები გადადგას პოლარიზაციის შესამცირებლად, პირიქით მას აღრმავებს

რადიკალური ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯები გადადგას პოლარიზაციის შესამცირებლად, პირიქით მას აღრმავებს“,- ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ 12 ივლისს, როდესაც ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თბილისის საკრებულო არ შეკრებილიყო.

„მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილს. საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა უკვე კონკრეტული გეგმა, კონკრეტული თარიღები. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პირველი ამ ჩამონათვალში დეპოლარიზაციაა. ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია, ნაცვლად იმისა, რომ ნაბიჯები გადადგას პოლარიზაციის შესამცირებლად, პირიქით აღრმავებს და ჩვენ ძალიან სამწუხარო ფაქტი ვიხილეთ 12 ივლისს, როდესაც ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თბილისის საკრებულო არ შეკრებილიყო. ამით მათ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. თუმცა ჩვენ გვაქვს ამოცანები, კონკრეტული პასუხისმგებლობა საქართველოს მოქალაქეების წინაშე,“- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შეუძლია მომავალშიც არ მიიღოს მონაწილეობა საკრებულოს სხდომებში, თუმცა მათ გარეშეც მიიღებს მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

„შეგიძლიათ მომავალშიც არ მიიღოთ მონაწილეობა საკრებულოს სხდომაში, ისე როგორც მოიქეცით 12 ივლისს და დიახ, თქვენს გარეშე გადავცემთ ანწუხელიძის ოჯახს მიწის ნაკვეთს, თქვენს გარეშე გავაგრძელებთ უკრაინელი დევნილების დაფინანსებას, თქვენს გარეშე გავაგრძელებთ ქონების გადაცემას, ქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და ქვეყნის განვითარებას. ისევე, როგორც თქვენს გარეშე მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, თქვენს გარეშე გავხდებით ევროკავშირის წევრები და როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, თქვენ იქნებით ისევ იქ, სადაც ახლა ხართ, იქ სადაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მიგიჩინათ საზოგადოებამ ადგილი,“- დასძინა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო