სერგო ჩიხლაძე პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე - ქალბატონი სალომე ყოველთვის თანმიმდევრული არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, სწორი გადაწყვეტილება მიიღო

ქალბატონი სალომე ყოველთვის თანმიმდევრული არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის მიხვდა და მიიღო ის არგუმენტები, რითაც საპარლამენტო ოპოზიციამ მივმართეთ. ამ შემთხვევაში, დიდი მადლობა მას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს გაუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის ჩანიშვნას.

ჩიხლაძის თქმით, რიგგარეშე სესიასთან მიმართებით ოპოზიცია მმართველი პარტიისგან პასუხს ორშაბათს ელოდება.

„პრეზიდენტმა ეს ტესტი ჩააბარა ამჯერად. მან მოიწვია [რიგგარეშე სესია] და ამის აუცილებლობას მიხვდა. „ქართული ოცნებისგან“ ჩვენ ორშაბათს ვნახავთ საბოლოო პასუხს, თუმცა უკვე განაცხადეს და შოუ უწოდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები სესიას, რომელიც სასესიო სხდომისგან, კომიტეტებისა და სამუშო პროცესისგან შედგება, უწოდებენ შოუს. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ხალხი საქართველოს პარლამენტში დეპუტატების ადგილს არ უნდა იკავებდნენ“, - აცხადებს ჩიხლაძე.

მისი თქმით, ხელისუფლებისადმი ოპოზიციის შეთავაზებაა, რომ პარლამენტში, სამუშო ფორმატში კონკრეტულ საკითხებზე სესიებსა და კომიტეტებში შედგეს მუშაობა და „არა ბატონი პაპუაშვილის კაბინეტში რაღაც კულუარული საუბრები, რომლისგანაც შედეგი არ დადგება“.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება. ქალბატონი სალომე ყოველთვის თანმიმდევრული არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, მან სწორი გადაწყვეტილება მიღო. ის მიხვდა და მიიღო ის არგუმენტები, რითაც საპარლამენტო ოპოზიციამ მივმართეთ. ამ შემთხვევაში, დიდი მადლობა მას, რომ გაიზიარა ის სწორი არგუმენტები, რაც საპარლამენტო ოპოზიციას აქვს“, - აცხადებს ჩიხლაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა