ირაკლი ღარიბაშვილი - მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში - მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის

მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის.

„საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის”, - აღნიშნულია „ტვიტში“.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს