სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის განცხადებით, სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის, ქეთევან ხვედელიანის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.

როგორც გოგაშვილის მონახულების შემდეგ ხვედელიანმა განმარტა, ყოფილ მაღალჩინოსანს სახის არეში შეშუპება, ხელის მტევნებსა და ფეხებზე კი, სილურჯეები აქვს.

„აღენიშნება ფიზიკური დაზიანებებიც, რომელიც თვალსაჩინოა, ნახა ექიმმაც და შეაფასა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სახის არეში აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები, რაც დაცემის დროს, ანუ დაკავების დროს მოხდა. როგორც მან თქვა, მას შემდეგ, ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

სახალხო დამცველის აპარატი ესაუბრა მისი ოჯახის წევრებს და როგორც ვიცი, საგამოძიებო სამსახურს ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართავენ. ბრალთან დაკავშირებით კონკრეტულად არ გვისაუბრია, თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი დაკავება იგეგმებოდა, შეტყობინება მის მიმართ გაკეთებული არ ყოფილა და შესაბამისად, არ ელოდებოდა, მსგავსი სახის სპეცოპერაცია თუ იქნებოდა“, - განაცხადა ხვედელიანმა.

მისივე განმარტებით, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ იარაღი „ჩადებულია“.

„როგორც თვითონ ამბობს, ეს მისი არ არის, ორი იარაღი არის ჩადებული“, - აცხადებს ხვედელიანი.

ამ წუთებში, ე.წ. მოდულის შენობაში სოსო გოგაშვილს მისი ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე ხვდება.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა