სოსო გოგაშვილს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს, 17 ივლისს წარუდგენენ.

ყოფილ მაღალჩინოსანს დღეს ე.წ. მოდულის შენობაში მისი უფლებადამცველები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი შეხვდნენ.

ადვოკატების თქმით, სოსო გოგაშვილი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და ის დოკუმენტებს, რომლის გავრცელებასაც აპირებდა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელია „მიმდინარე საქმე".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო